საბერძნეთში პენსიონერების აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. პენსიონერებმა ათენის ცენტრში პენსიების შემცირება გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია პარლამენტის სხდომის პარალელურად დაიწყო, სადაც დეპუტატები საპენსიო პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. პენსიონერებმა აქციის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთანაც სცადეს, თუმცა მათ...
თურქეთში საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერდოღანმა მტავრობის სხდომაზე გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა. საგანგებო რეჟიმი თურქეთში 15 ივლისის შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მო...
შუახევში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა შუახევი-ხულოს ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიასგან“ კომპენსაციას ითხოვენ და სოფელ ნიგაზეულში ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, ჰესისთვის ახალი გვირაბის მშენებლობას უკაშირდება. აჭარაში საქართ...
უბედური შემთხვევა ხულოში. ერთ-ერთ პურის საცხობში საწვავის ავზი აფეთქდა, რასაც 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ტექნიკუ...
გორის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების სოფელ მეჯვრისხევის საკრებულოს დებუტატი ალექსანდრე ბუჯიაშვილი და ადგილობრივი მცხოვრები დაჭრეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭრილობა ორივეს სოფლის გამგებელმა მიაყენა. პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის მედეა აბაშიძის მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება და ინ...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეგზიტპოლები „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იარაღია. „ფეისბუქში“, პირდაპირი ჩართვისას მან განაცხადა, რომ 2012 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს არჩევნების შედეგები ერთპროცენტიანი ცდომილე...
მორიგი ტერორისტული აქტი სირიაში. ტრაგედია ამჯერად ელ-ხასაკის რაიონში დატრიალდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ადგილობრივი ქურთების ქორწილში აიფეთქა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.
მალიში გაეროს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა განხორციელდა. ამბოხებულებმა ცეცხლი ქალაქ აგუელხოკში მდებარე ბანაკს გაუხსნეს. შეტაკებებს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. გარდაცვლილი ჩადის მოქალაქეა. საერთაშორისო სამშვიდობო მისია მალიში 2013 წლის აპრილიდან იმყოფება.
ვაშინგტონი მზადაა სირიაში გარიგებაზე ეშმაკთან წავიდეს. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ. „რჩება შთაბეჭტილება, რომ სირიის მოქმედი რეჟიმის შესაცვლელად ვაშინგტონი ტერორისტებთან თანამშრომლო...
ყოველთვიური საქმიანი ჟურნალი Business Time Georgia წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან, ეკონომიკური სფეროს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს. მრგვალი მაგიდა შესაძლებლობას იძლევა, რომ: 1. პოლიტიკური პარტიები უფრო ახლოს გაეცნონ ბიზნესში არსებულ პრობლემებს, რომლებიც მეწარმეობის სწრაფ განვითარებას უშლის ხ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია. რაც შეეხე...
ნიკა გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხად...
ერაყში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაღდადში, ელ-ამილის დასახლებულ რაიონში აიფეთქა. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი დღეს მანგლისის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო მანგილისის გაზიფიცირების საკითხს. როგორც ჩანქსელიანმა აღნიშნა, მომავალი წლისთვის ეს პრობლემა გადაჭრილი...