მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. სტამბულის ათათურქის აეროპორტის სიახლოვეს პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. აფეტქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმვ...
8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - 8 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და არჩევნების გზ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს და "ტვიტერის" საშუალებით მოუწოდებს მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს მოერიდონ. ლავროვის უწყებამ ეს რეკომენდაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
ნებისმიერი საჰაერო და სარაკეტო დარტყმა სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხედ აღიქმება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 17 სექტემბერს დეირ-ეზ-ზორში სირიის არმიის პოზიციების შეცდომით დაბომბვის შემდეგ რუსულმა ...
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ცალკეულ ინციდენტებს, - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ საქართველ...
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გლობალურ კონფერენციაზე გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ნევადის შტატის ქალაქ რენოში გამართა. კონფერენციას სახელწოდებით ASTA Global Convention ამერიკის წამყვანი ტურისტულ...
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში მოიწვია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი ნაზაროვი, რომელთან შეხვედრაზეც საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩ...
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი დონის დელეგაციებია ჩამოსული, სადაც ევროპელი პოლიტიკოსებიც არიან. „როგორც ყოველთვის, აპირებენ, ძალიან პირუთვნელი დასკვნა დად...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3363 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3341 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებ...
რუსეთსა და ჩინეთთან ომი გარდაუვალია და მას დიდძალი მსხვერპლი მოჰყვება, - ამის შესახებ აშშ არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა მარკ მილიმ განაცხადა. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა გენერალ-მაიორმა უილიამ ჰიკსმა. მისი თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით საკმაოდ სწრაფად და კოლოს...
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აღშფოთებულია როგორც ,,ქართული ოცნების“ ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებით. საქმე ეხება დღეისათვის დაგეგმილ ეთერში მმართველი გუნდის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმასა და ამის გამო ,,რუსთავი 2“ -ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებშია აშენებული და 20 წელია ა...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდა. მისი თქმით, იმ ფეისბუქგვერდის გამო დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა. ნიკოლაიშვილის მტკიცებით, „საქართველოს ერთგულების სახელით“ არავით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მყოფი ,,თავისუფალი ზონის“ 2 წარმომადგენლის, მარიამ ბაშარულისა და ვაჟა მორგოშიას, ადვოკატები გია გოროზია და ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებენ ,რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ნაწილი. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძულების წესით მოიყვანა სუს-ის შენობაში. როგორც ამბობენ არის ამაზე ...
6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3325 შეადგინა.