ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკაში დეფაქტო პარლამენტის ორი დეპუტატი მოკლეს. ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილემ გრიგორი ცევენკომ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მკვლელობა კამენობროდის ქუჩაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მაკედონიაში უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლმა გოსტირაჟნის, ნებრეგოვოს და სივეცის რაიონებში ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. განადგურების საფრთხის პირასაა XIII საუკუნის ისტორიული ძეგლი, ტრესკავეცის მონასტერი. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას რთული რელიეფის გამო ვერ ახერხებენ.
,,ბათუმელებს ჩემი თავი შევთავაზე და უკან არ დავიხევ'', - ამის შესახებ მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ (კახუჩელამ) ,,ჯი-ეიჩ-ენ''-ს განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ბათუმის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია დააგვიანდა, ის მერობისთვის მაინც იბრძოლებს. „ტექნიკური უზუსტობა იყო, თუმცა, ეს პრობლემა არ ...
შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის რაიონის სოფელ ტიმოთესუბანში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შს სამინისტროს იმ თანამშრომლებთან ერთად მივიდა, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებენ. გიორგი მღებრიშვილმა მათ დღესასწაული მიულოცა და გაწეული ...
ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში სვირსა და კორხში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. მათივე ინფორმაცით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ლოკალიზაციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
იაპონიის ქალაქ სიძუოკაში წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები იპოვნეს, რომლებიც მსოფლიოში სიცოცხლისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მწერებად ითვლებიან. მკვლელი ჭიანჭველები ქალაქის პორტში ერთ-ერთ კონტეინერში აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ გაანადგურეს. საიდან მოხვდა კონტეინერში შხამიანი ჭიანჭველები, ჯერჯერობით უცნობია....
გაეროს გენერალური მდივანი წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს არსებობის მომხრეა. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა. „ყოველთვის ვოცნებობდი იერუსალიმის წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფო მენახა, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებდნენ,“-წერს გუტერეში....
კენიაში პლასტიკური პაკეტების დამზადება და მოხმარება აიკრძალა. კანონდამრღვევებს 38 ათასი დოლარით დააჯარიმებენ ან 4 წლით დააპატიმრებენ. კატეგორიულად იკრძალება პლასტიკური პაკეტების იმპორტიც. ხელისუფლებამ რადიკალური ზომები კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო. კენიაში დღეში 100 მილიონამდე პაკეტი...
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 11 პროვინციაში მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს. ლიკვიდირებულია 48 რადიკალი, 29 მძიმედ არის დაჭრილი, 4 კი სამართალდამცველებმა დააკავეს. სპეცოპერაციებში ავიაციაც იყო ჩართული.
ბაშკირეთში ავტომანქანა ააფეთქეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ უფას ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. მანქანაში მყოფმა მამაკაცმა სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ძლიერი აფეთქების ხმა ბაღდადის შიიტურ რაიონში გაისმა. მადინატ-ეს-სადრის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ცხოველთა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა. გრიფონის და ლაბრადორის ნაჯვარ ერთი წლის ძაღლს ნემო ჰქვია. მანამდე ის კორეზის დეპარტამენტის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ნემომდე ელისეს სასახლეში ფრანსუა ოლანდის ძაღლი ბინადრობდა.
გორის გვირაბთან რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ისინი ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი.
ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 8 წლის ბავშვი დაშავდა. მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვს დაბეჟილობები აღენიშნება.
პანკისიდან სირიაში წასული ერთ-ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 30 წლის ლევან ტოხოსაშვილისა და მისი ოჯახის სირიაში დაღუპვის შესახებ ახლობლებს დღეს დილით შეატყობინეს. ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაცი...