,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი ყრილობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტსაბჭოს წევრები დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას უჭერენ მხარს. ამასთან, განცხადების ავტორები პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმ...
რუსეთში დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრობის მსურველთა რაოდენობა მატულობს. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს „ლევადა ცენტრი“ აქვეყნებს. გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები უნდა გაღრმავდეს. დასავლეთს რუსეთის მტრად მხოლოდ რესპოდენტთა 37 პროცენტი მიიჩ...
გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართული ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან. საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სასახლე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფ...
საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გან...
30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ბრანდონ ტომასის ცნობილი ნაწარმოების „ჩარლის დეიდას“ მოტივებზე ახალგაზრდული, შემეცნებითი სპექტაკლი, რომლის დადგმაც რეჟისორმა ნინო შოთაძემ განახორციელა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პიესის სიუჟეტი თანამედროვე,...
„კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს აზარალებს. ამიტომ, მისი შერბილება კი არა, სერიოზული გადახედვა და განახლება უნდა მოხდეს“ - აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა. „კანონი ოკუპაციის შესახებ“ უნდა არსებობდე...
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, თბილისში ჩამოდის თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგი აიჰან კილიჩი. თურქეთიდან მოწვეული პროფესორი თბილისის ადგილობრივ ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიორგი გოგიტიძესთან ერთად პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს. პაციენტებს, ვისაც აქვთ ორთო...
ორი ადამიანი დაშავდა დაბა აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თბილისისაკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულებს დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. მომხდარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იძებენ.
კანადის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება. მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტრიუდომ კუბის რევოლუციის ლიდერს ლეგენდარული ფიგურა უწოდა, ის სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს. ცნობილია, რომ კანადის პრემიერის ოჯახი კუბის რევოლუციის ლიდერთან მეგობრობდა. კასტრო უფროსი ტრიუდოს დ...
ამერიკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი კუბის რევოლუციის ლიდერის დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა. ჯოშ ერნსტმა ჯერჯერობით ვერც ის დაადასტურა, რომ კუბაში ამერიკულ დელეგაციას შესაძლოა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ უხელმძღვანელოს. ფიდელ კასტროს 4 დეკემბერს დაკრძალა...
მონტენეგროს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი პირობას დებს, რომ 2017 წლის ბოლომდე მთავრობა ნატოში ინტეგრაციის პროცესს მთლიანად დაასრულებს. 16 ოქტომბრს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მარკოვიჩის სოციალისტთა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა 81-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო...
ბელარუსში სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ივან კულეში 3 მკვლელობაში, ყჩაღობაში, ქურდობასა და კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობაში იყო ბრალდებული. სასიკვდილო განაჩენი მას გასული წლის 20 ნოემბერს გამოუტანეს. მიმდინარე წლის 29 მარტს სააპელაციო პროცესზე კულეშმა ჩადენილი დანაშაულის გამო სინანული გამოთქვა და განაცხ...
სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვის შესაძლებლობა აღარ იარსებებს, - აღნიშნულს ითვალისწინებს “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი და “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონის ის ...
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ -ს ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლებას, სრულად გაიაზროს ის შედეგები, რაც ფოთის მა...
ტაილანდის პარლამენტმა სამეფო ტახტი მახა ვაჩირალონგკორნს შესთავაზა. ტრადიციის თანახმად, 64 წლის პრინცმა შეთავაზება ოფიციალურად უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მისი კორონაცია გაიმართება. ამჟამად ვაჩირალონგკორნი გერმანიაში იმყოფება. მამამისი, ტაილანდის მეფე პხუმიპონ ადულიადეტი 13 ოქტომბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალ...