საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობ...
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათიდან გაიხსნა. მთავარ კონკურენტებად არჩვნებში სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-ლიბერალური პარტიები განიხილება. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში გამარჯვებისა და უმრავლესობის ფორმირების რეალური შანსი სოციალ-დემოკრატებს აქვ...
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში ისტორიულ ქალაქ პალმირაზე შტურმი მიიტანეს. შეტაკებები ქალაქის მისადგომებთან მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სირიის სახელისუფლო ძალებმა ისლამისტების შეტევის მოგერიება შეძლეს. შეტაკებებს 30-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. ისტორიულ ქალაქზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ 2 წლის წინ დაა...
მორიგი კატასტროფა ნიგერიაში. ქალაქ უიოში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო შტატის გუბერნატორმაც. კატასტროფის მიზეზი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. ეკლესიის მშენებლობა უიოში გასულ კვირას დასრულდა....
35 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა იემენში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამხედრო ბაზის სიახლოვეს აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტის უკან ისლამური სახელმწიფო დ...
სომალიში აფეთქებების ხმა ისმის. მოგადიშოს პორტის სიახლოვეს გამთენიისას დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აშ-შაბაბის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცი...
საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. „თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასე...
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შე...
კოლუმბიის პრეზიდენს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ოსლოში გაიმართა. ხუან მანუელ სანტოსი ნობელის კომიტეტმა რადიკალურ დაჯგუფება ფარკთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისთვის აღიარა, რამაც 52 წლიანი სამოქალაქო ომი დაასრულა. ნახევარ საუკუნიანმა სამოქალაქო დაპირისპირებამ კოლუმბიაში 200...
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პოპულარული რეალითი-შოუს წამყვანობასაც შეითავსებს, დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო. „ამ შოუსთან ამჟამად არანაირი კავშირი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ის მე და მარკ ბიმ მოვიგონეთ და მის განვითარებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. რაც შეეხება იმას, რომ თურმე შოუს...
სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებმა სეულის ქუჩებში ათასობით ადამიანმა იზეიმა. დემონსტრანტებმა პან კინ ხეს დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს. სამხრეთ კორეის ლიდერს უსიამოვნებები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მეგობარი ქალი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს. კორუფციულ სკანდალში პრეზიდენტიც ფიგურირებ...
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში გ...
ბოლო 48 საათის განმავლობაში ალეპო 50 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. შოიგუს უწყების წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, დროებითი ზავით ისარგებლა ათასამდე ამბოხებულმაც. მათ იარაღი დაყარეს და ალეპო დატოვეს. ამ დროისათვის აღმოსავლეთ ალეპოს მთლიანად ასადის არმია აკონ...
მასშტაბური ავტოკატასტროფა კენიაში. ქსენიის ავტომაგისტრალზე მიმავალი სანავთობო ცისტერნის მძღოლმა საჭე ვეღარ შეიმაგრა 5 ავტომანქანა გაიტანა, რის შემდეგაც აფეთქდა. ინციდენტს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება....