ჩვენი მთავარი მიზანია მივაღწიოთ შეარაღებული ძალების მზადყოფნის ისეთ დონეს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი შეკავების ფაქტორი პოტენციური აგრესორისთვის მომავალში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ...
საქართველოს მიზანია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სასტუმრო „ჰუალინგში“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე გ...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს. „საქართველო ისტორიულად მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ტრადიციების სახელმწიფოა, რაც ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. მსურს, საქართველოს ყველა მუსლი...
საქართველოს პრეზიდენტი დაპირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდ...
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილეს.გამოძიე...
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია შეარჩევს. კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრე...
ესტონეთიდან ორ რუს დიპლომატს აძევებენ. შავ სიაში რუსეთის გენერალური კონსული დიმიტრი კაზენოვი და და კონსული ანდრეი სურგაევი მოხვდნენ. დიპლომატთა გაძევების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.
რუსეთის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახური წლის ბოლომდე დამატებით 11,2 მილიარდ რუბლს მიიღებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა. დღეისათვის რუსეთის გვარდიის ბიუჯეტი 212 მილიარდ რუბლს შეადგენს.
ხანძარი უიმბლდონზე. ლაუნ-ტენისის კლუბისა და კრიკეტის კორტებს ცეცხლი გაუჩნდა და 20 მეტრის რადიოუში მოედანი და პავილიონის ნაწილი გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მიჩიგანელმა მუჰამედ ბაზმა რესტორან Little Caesars-ს სასამართლოში უჩივლა. როგორც მოსარჩელე ირწმუნება, მას საქონლის ძეხვის ნაცვლად პიცა ღორის ძეხვით მოუმზადეს. კომპენსაციის სახით ის რესტორნისგან 100 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა სავარაუდოდ პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ Human Rights Watch-ის დასკვნაშია ნათქვამი. ინფორმაცია ჰომოსექსუალთა დევნის, წამებისა და მკვლელობის შესახებ პირველად ორი თვის წინ „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა, რასაც გროზნოს მწვავე რეაქც...
ვირჯინიაში 90 წლის ასაკში ცნობილი პოლიტიკოსი, სოციოლოგი და მრჩველი ზბიგნევ ბჟეზინსკი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირა მან ფოლს-ჩერჩის კლინიკაში გაატარა. წარმოშობით პოლონელი ბჟეზინსკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში 1966-1968 წლებში მუშაობდა. ის უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩევე...
დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კავშირს მალავდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კუშნერი და კისლიაკი შეხვედრებს მართავდნენ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისას და მისი დასრულების შემდეგაც. მათ შორის რამდენჯერმე სატელეფონო საუბარიც გაი...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი მმართველი პარტიიდან, ჰუსეინ შაჰინი ხელმძღვანელობს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. ყურადღება ბიზნესის...
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.იტალიის პრემიერ-მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეფასებით, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელმოწერილი დეკლარაცია სოლიდარობის ძლიერი სიგნალია დიდ ბრიტანეთთან ერთად მანჩესტერში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ.ი...