თბილისის მერია კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფა...
თურქეთის პარლამენტის სპიკერს უფლებამოსილება კიდევ ერთი ვადით გაუხანგრძლივეს. კენჭისყრის მესამე ტურში ისმაილ კაჰრამანს მხარი 289 დეპუტატმა დაუჭირა. თურქული კანონმდებლობით, პარლამენტი სპიკერს 2 წლის ვადით ირჩევს. კაჰრამანი პოსტს 2015 წლის ნოემბრიდან იკავებს.
საფრანგეთში მუსლიმებს ქუჩაში ლოცვა აეკრძალებათ. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა. „მორწმუნეები სალოცავად რელიგიურ დაწესებულებებში უნდა შეიკრიბონ. ქუჩაში ლოცვა საფრანგეთში აღარ იქნება,“-აღნიშნა კოლონმა.
ანკარაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 50ზ-ე მეტი მასწავლებელი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „ანადოლუ“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის პროკურატურამ 107 ყოფილი მასწავლებლის დაკავების ორდერი გასცა. 51 მათგანი სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს. დანარჩენი 56-ის დაკ...
საქართველოში დაბრუნების არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა, ამით პუტინს გავუკეთო საჩუქარი, – ეს განცხადება, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სააკაშვილის განცხადება უკრაინელი ჟურნალისტების კითხვას მოყვა – რას მოიმოქმედებს, თუ საქართვ...
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანა-ორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს. ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურულ...
კარლო ტავეკიო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ფედერაციას ის 2014 წლის 11 მარტიდან ხელმძღვანელობდა. “იტალიელ გულშემატკივარს ბოდიში მინდა მოვუხადო. მე მათ იმედი გავუცრუე. იტალიური ფეხბურთისთვის ახალი ერა უნდა დადგეს“, - განაცხადა ტავეკიომ. იტალიის ნაკრებმა პირველად 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვ...
„აიფიემ კვლევების“ მიხედვით, საქართველოში მასწავლებელთა 49% მიიჩნევს, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია, 38%-ს კი საპირისპირო მოსაზრება გააჩნია. მასწავლებელთა 13%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. კითხვას, თუ რომელი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს სექსუალური გა...
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო. სკვერებში საბავშვო გასართობ მოედნებზე კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა სკვერები. გარდა ამისა, ძველი სკამები და სანაგვე ურნები ახლით შეიცვალა. სკვერები ღობით შემოიფარგ...
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ჟურნალისტებს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობა, არსებული სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო პერსპექტი...
21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართავს. კომიტეტის სხდომას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმა...
ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან თათრეთის დედაქალაქისა და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ყაზანის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყაზანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება 25 მარტიდან დაიწყება. ფერენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება....
20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6890 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.78 თეთრი შეადგინა. ...
Dolce & Gabbana-ს სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი დიზაინერი სტეფანო გაბანა აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროვების კამპანია მისთვის მიუღებელია. „სექსუალური შევიწროვება ძალადობა არ არის. ყველამ იცის, რომ ლუკინო ვისკონტიმ ჰელმუტ ბერგერსა და ალენ დელონს სექსი შესთავაზა, მაგრამ ყველა თვითონ წყვეტს, როგორ მოიქცე...
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდების მხარე თავისი მოწმეების დაკითხვას განაგრძნობს. თეთრაძის საქმეში ბრალდებულები არიან, ბაჩო ახალაია, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და მეგის ქარდავა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვან...