ანტისამთავრობო მიტინგის დარბევისას ქაბულში 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება 8 დაშავებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქაბულში მომხდარი ტერაქტის გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს....
კომპანია „ჯორჯიან ტურის“ ორგანიზებით და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 5 ივნისს „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ ნიუორკელი მხატვრის, ბილ ქლაპსის, მულტიმედიის და ვიდეო ნამუშევრების გამოფენა "ARTSPEAK” იხსნება. წარმოდგენა ...
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფელ ნადალს შორის "როლან გაროსის" 1/16-ფინალური შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის დამარცხებით დასრულდა. მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 მოიგო. 30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული, მიმდინარე ტურნირზე პირველი ო...
ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ მან კიევში „ჩარკასიობლენერგოს“ თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. „მე მინდა ამ ადამიანებს დავეხმარო. როგორ? მხოლოდ ერთიანი გუნდით, საპარლამენტო უმრავლესობით, ა...
2 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.74 თეთრი შეადგინა. &n...
აფგან მუხტარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი. "ეს არის სა...
იტალიის პოლიციამ კალაბრიული მაფიოზური დაჯგუფების, „ნდრანგეტას“ ერთ-ერთი მეთაური დააკავა, რომელიც 1994 წლიდან მალვაში იმყოფებოდა. ჯუზეპე ჯორჯი ქვეყნისთვის ყველაზე საშიშ პირთა ხუთეულში იყო შეყვანილი. სამართალდამცველებმა ის რეჯო-დი-კალაბრიის პროვინციაში აიყვანეს. მას 29 წლიანი პატიმრობა ელის....
მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 მათგანი მცხეთის ”ჯეო ჰოსპიტალში”, 8 კი, მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ. მომხდ...
რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვიდეო რეპორტაჟები და სტატიები ლიტვასა და ლატვიაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოპულარული ტელეარხების, ჟურნალებისა და ვებპორტალების ჟურნალისტები რეგიონში მედიატურის ფარგლებში ჩამოიყვანა. ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრ...
2017 წლის 31 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეათე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო ანტერპრენიორი გიორგი ქანანაშვილი, რომელმაც ისაუბრა „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“. ბიზნეს კაფეს შესახებ: ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშ...
3 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში" აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გახსნის „ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპული ქსელის“ (ENAM) მე-10 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე“ (Brave New Europe)...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კონსენსუსის რესურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. “კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონს...
რუსეთისა და აშშ ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „რუსეთი და აშშ, როგორც გავლენიანი სახელმწიფოები, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ურთიერთობენ. კიდევ კარგი, ასეთი ფორმატები არსებ...
შავი ოქროს ფასი ეცემა. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ ლონდონის ბირჟაზე 49 დოლარი და 89 ცენტი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 74 ცენტით ნაკლებია. დაბლიუ-თი-აის მარკის საწვავის ფასმა კი 77 ცენტით დაიკლო და ბარელზე 47 დოლარითა და 59 ცენტით განისაზღვრა.
ჰოლანდიის თავს მეტეოცუნამი დაატყდა. 2 მეტრიანმა ტალღებმა საკურორტო ქალაქ ზანდვორტის სანაპიროს გადაუარა. შედეგად პლაჟზე რამდენიმე შენობა დაზიანდა. ტალრებმა ასობით ნავი, საზაფხულო კაფეების მაგიდები, ქოლგები და შეზლონგები გაიტაცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.