ნინო გვენეტაძე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა. ,,რუსთავი 2“ -ის და მოსამართლეების საქმეზე საუბარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კამათი მოჰყვა. „ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა სოფიო კილაძემ ნიკა მელიას. &bdquo...
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს აღნიშნულ რანგში პირველად ეწვია. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ...
თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. განახლებული ცენტრი დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამია...
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, 1500 კგ. მოხალული ყავის მარცვლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, საქონლის საბ...
ჩემი დაკავება უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს და გირგვლიანის საქმეს, - ამის შესახებ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულების შემდეგ გია გვიჩიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით დეტალებზეც ისაუბრებს. " მე მოგვიანებით ყველაფერზე ვისაუბრებ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩემი დაკავება უკავშირდება ჩემს საქმიანობას ენერგეტიკის სექტ...
სახალხო დამცველი ე.წ ციანიდის საქმეზე საგამოძიებო უწყებების გარკვეულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებმა ბოდიში უნდა მოიხადონ და შეცდომები აღიარონ. ომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს დაცვის სრულფასოვანი უფლება უნდა მიეცეს. საპარლამენ...
2017 წ. იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ. აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრ...
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 27 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ა...
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წ. იანვარში 220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ. აშშ დოლარი (2.2 ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო,...
2016 წლის IVკვარტალში საქართველოში 39 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (35,9%) და თბილისში (28,2%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 10,3% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ამდენივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს იმერეთის რეგიონში (...
2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). სა...
სააპელაციო სასამართლომ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე საქმეში სხვა ბრალდებულების განაჩენიც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულების უმრავლესობა უდანაშაულოდ ცნო. გიორგი გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით,...
2016 წლის IV კვარტალში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესო- ბაც (66,7%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 18,2% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 6,1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 6,1% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 3.0% გურიის რეგიონშია წარმოდგენილი. 2016 ...
თბილისის საკრებულოს შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი საკვამურიდან გავრცელდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სახანძროს ბრიგადები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს.
2016 წლის IV კვარტალში საქართველოში 79 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 17,7% - იმერეთში, 13,9% - შიდა ქართლში, 13,9% - კახეთში, 10,1% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 24,1% სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 201...