თურქეთი იზმირის ყურეში ხიდისა და წყალქევშა გვირაბის მშენებლობას გეგმავს. როგორც Hurriyet Daily News-ი თურქეთის ტრანსპორტის მინისტრზე ახმეტ არსლანზე დაყრდნობით იტყობინება, ხიდი და გვირაბი მეგაპოლისის გარშემო მთლიან ჯაჭვს შეკრავს და ქალაქში ავტოსაგზაო მოძრაობას განტვირთავს. პროექტის ღირებულება მინისტ...
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმარ...
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა. მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული ...
„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემ...
გზის შეკეთების მოთხოვნით, მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. სოფელ საჩინოს მოსახლეობა სოფლის 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვს. სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. დაკავებულია ერ...
ზღვის გარდა აჭარა ტურისტებს მაღალ მთაშიც ელოდება. მაღალმთიანი აჭარა თავისი ბუნებით მართლას რომ უნიკალური ადგილია. აჭარა ბევრისთვის შეიძლება ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა საზღვაო კურორტებთან ერთად რეგიონი ზაფხულისა და ზამთრის მთიანი კურორტებით, ულამაზესი ბუნებითა და ეროვნული პარკებით მდიდარი ...
„რესპუბლიკური პარტია“ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ყველა პატიმრისა და პირობით მსჯავრდებულთა ამნისტიასა და ნარკოტიკების გასაღებისთვის მსჯავრდებულთათვის სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას მოითხოვენ. ამნისტიის შესახებ კანონპროექტს „რესპუბლიკელები“ პარლანენტში დღესვე დაარეგისტ...
ლიტვაში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებები სახელწოდებით „რკინის მგელი 2017“ რუკლესა და პობრადის პოლიგონებზე ტარდება და მასში 5 ათას 300 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ერთობლივი წვრთნები 24 ივნისს დასრულდება.
ნახიჩევანში აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამოცდილების გაცვლა და ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. წვრთნები 16 ივნისს დასრულდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია პროცესი, რომელშიც არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები არიან ჩართული. მისივე განცხადებით, ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება. "ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომელიც ახალ თაობას ნა...
იტალიის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ეგზიტპოლის მონაცემებით, პარტია მეორე ტურში ვერ გადავიდა. ადმინისტრაციული არჩევნები იტალიის ათასამდე კომუნასა და ქალაქში ჩატარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები საოლქო ადმინისტრაცი...
სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დაინიშნა. სასამართლო დაკავებულებისთვის სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე იმსჯელებს. გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის &rdquo...
ლონდონის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია ბარკინგის რაიონში გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებული 19 წლის ახალგაზრდაა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ 6 პირი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძემ აცხადებს, რომ ქართული მხარე მზადაა საბაჟო მონიტორინგის შესახებ კონტრაქტი გაფორმდეს ნეიტრალურ კომპანიასთან. "გავეცანით გრიგორი კარასინის 10 ივნისის კომენტარს, რომელიც ეხება 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფ...
„აქცია ჩვენი პროტესტის არც დასაწყისი ყოფილა და არც დასასრული იქნება. გვახსოვს და გვემახსოვრება ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას შეწირული დემურ სტურუა, ლევან აბზიანიძე თუ სხვა ათასობით მსხვერპლი”, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. მოძრაობის განცხადებით, მართალია, მისასალმებელია ...