2017 წლის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია ებრაელ მწერალს, დავიდ გროსმანს გადაეცა. მწერალი წიგნისთვის "ცხენი ბარში შედის" დააჯილდოვეს, რომელიც ინგლისურ ენაზე ჯესიკა კოენმა თარგმნა. გამარჯვებულს ფულად ჯილდოდ 50 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაეცა. თანხას ავტორი და მთარგმნელი თანა...
ქაბულის შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს განხორციელდა. აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ცნობილი ბიზნესმენი რამაზან ჰუსეინიცაა.
კლაუდიო რანიერი ნანტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შემდეგ ფრანგული კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება. 2015 წლიდან იტალიელი სპეციალისტი ინგლისურ „ლესტერს“ წვრთნიდა. მისი თავკაცობით ლესტერი, პირველად ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რანიერი კლუბიდან მარტში დაითხოვეს. იტალიელ...
საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს. ამის შესახებ BFM TV იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ევროპარლამენტს საფრანგეთის ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 25-წლიან ურთიერთობაზე ისაუბრა...
ანკარის სასამართლომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილ 23 სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად კონსტიტუციური წყობის შეცვლის მცდელობა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ფაჰრი კასირგის დატყვევება დასდეს. სასამართლოს წინაშე კიდევ 3 სამხედრო მოსამსახურე წარსდგა. 2 მათგანი სასამარ...
მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ქაბულის მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
სერბეთის ოპოზიციური მოძრაობის, „დვერის“ ლიდერი პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებს. ბოშკო ობრადოვიჩის თქმით, პრემიერმინისტრად ანა ბრანბიჩის კანდიდატურის წამოყენებით ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთი დასავლეთს მიჰყიდა. ბრანბიჩს სერბეთში პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს. ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა. „შე...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკელებმა სირიაში სარაკეტო დანადგარები გადაისროლეს. შოიგუს უწყების მტკიცებით, სარაკეტო კომპლექსი ატ-ტანფას რაიონში იორდანიის ბაზიდან გადაიტანეს. საუბარია HIMARS ტიპის სარაკეტო სისტემაზე, რომელიც საშუალო რადიუსის მოქმედებისაა.
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ავღანეთში ტორა-ბორას გამოქვაბულების კომპლექსი აიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის უფროსმა შაჰ ვალიმ განაცხადა. „ადრე ტორა-ბორას მიმდებარე ტერიტორიას თალიბანი აკონტროლებდა. ახლა კი ის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბრძოლით აიღეს. მათ ახალი სიმაგრე სჭირდებოდათ,...
უცნობმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის ბინა დააყაჩაღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს. ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე ლონდონში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მწუხარებას გამოთქვამს ხანძრის გამო, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა ჯოჯოხეთი გამოიარა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ძებნაში....
passportindex.org-ის მიხედვით, გერმანიის და სინგაპურის პასპორტი ყველაზე ძლიერია – ყველაზე მეტ ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა (ან ჩასვლის დროს ადგილზევეა შესაძლებელი ვიზის აღება). (159) სიაში მეორე ადგილი უკავიათ შვედეთს და სამხრეთ კორეას – 158 ქვეყანასთან აქვთ უვიზო/ადგილობრივი ვიზით მიმოსვ...
ნიუ-იორკის ცენტრში, მანჰეტენზე მანქანა ტროტუარზე ავიდა და ხალხის ჯგუფში შევარდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით 10 ადამიანია დაშავებული. როგორც ირკვევა, საჭესთან ქალი იჯდა. უკანა სავარძლებზე კი კიდევ ორი ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.
ავღანეთში, ქაბულის ალ-ზაჰრას მეჩეთში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდონით იუწყება, რომ ინციდენტს "ტერორისტული აქტის" სტატუსი უკვე მიანიჭა. მათივე ცნობით, არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.როგორც ირკვევა, თავდასხმა რამადანის დროს, მუსლ...