მე მგონი, კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს პარტიებიდან და კანდიდატებიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.მისი თქმით, კალაძის ძირითადი კონკურენტი იქნება ის საქმეები, რომლებიც უნდა გაკეთდეს ქალაქში. მ...
მედიასაშუალებებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის შესახებ, თითქოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გამკაცრდება შემოწმება და მათზე გავრცელდება ქულების შემცირება, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრ...
შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდა შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება. გარდა ამისა, დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და ...
2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების საკანონმდელო ნორმა, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს ვადაგადაცილებული მშენებლობების დასრულებას და ამ გზი...
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში მიიღო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილი...
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო. ში...
კვარიათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის ჯან...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა.საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა საქართ...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად...
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაცია მიიღო. ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილ...
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან 56 წლის კაცი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეიდან რუსეთში მინიმალური ხელფასი 300 რუბლით ( 5$) გაიზარდება. შრომის მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურება 1 ივლისიდან 7,8 (132$) ათასი რუბლი იქნება. ბოლოს მინიმალური ხელფასი რუსეთში გასული წლის 1 ივლისს გაზარდეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, გასხვისებული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა კანონით ნებადართული და გავრცელებული ფორმაა. "საუბარია იპოთეკით ობიექტის დატვირთვაზე, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ეს სხვა შემთხვევებშიც გავრცელებული ფორმაა. ეს დარღვევა ა...
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ''მზიურის'' გასხვისების ფაქტს პროკურატურა სწავლობს. როგორც აჭარის ტელევიზიას ლაშა თორდიამ განუცხადა, მათ საგამოძიებო უწყებას კომპანია "სტატოტელსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმართეს. მთავარი აუდიტორის გ...
2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 377.0 მლნ აშშ დოლარი (981.2 მლნ ლარი, პირველი კვარტალის მშპ-ს 11.8 პროცენტი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 ...