რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა
“არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს უკრაინის ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესეობამ, ძალიან კარგად იციან ეკლესიაში არსებული რეალობა და კარგად იციან, რაც მოჰყვება მათთვის, ამ გადაწყვეტილებას. იქ არიან ახალგაზრდა მღვდელმთავრები, რომლებიც არიან ღია ან ფარულ ოპოზიციაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და მოუწოდებენ აღიარონ უკრაინის ეს ეგრეთ წოდებული ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება არ წასულიყო კრეტის კრებაზე. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება არ წავსულიყავით ამ კრებაზე, ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არწასვლისა, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობა იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვს საეკლესიო დიპტიქში მეექსვსე ადგილს ითხოვს. ჩვენს ამას მხარს ვუჭერთ და ჩვენს დიპტიქში ის მე-6 ადგილს იკავებს. მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, საქართველო ჩვენს დიპტიქში მე-5 ადგილს დაიკავებს. კონსტანტინოპოლის დიპტიქში კი საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. არავინ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, არ არ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. ამ ფაქტების ერთობლიობა ტოვებს მცირე შესაძლებლობას, რომ საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მთვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“ - ამბობს ილარიონ ალფეევი.