არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკომ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადინისტრაციის რეფორმა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებად საჭიროა თანმიმდევრლი მუშაობა, მათ შორის შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით.
"ამ დრომდე, კი იმისთვის, რომ მოცემული მოდელის ფარგლებში მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც თავისთავად აისახება არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონლური სატელევიზიო საშუალებების, ბეჭვდითი და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით;
- გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს კონკრეტული და მკაფიო შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც განუხრელად იქნება დაცული საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში;
- უზრუნველყოს შერჩევის პროცესისას ზეპირი გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა საოლქო კომისიების წევრების მიერ და შესაძლებელი გახადოს აღნისნული გასაუბრების საჯარო ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის მეშვეობით;
- მოახდინოს ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი პარტიები:
ახალი საქართველო
ევროპელი დემოკრატები
ევროპული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)
თავისუფალი დემოკრატები
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
ლეიბორისტული პარტია