ისინი [თანასწორობის მოძრაობის წევრები] ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მივმართავთ პროკურატურას, - ამის შესახებ საია-ს იურისტმა ანა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც დაკავებულების უფლებებს იცავს.
მისი თქმით, დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ
„როგორც დაკავებულები ყვებიან, შემთხვევა ბულვარში კლუბ „სოჰოსთან“ დილის 05:00 საათიდან 06:00 საათამდე მოხდა. ისინი იმყოფებოდნენ სამ ტრანსგენდერ პირთან ერთად და სწორედ ეს გახდა მათი გადმოცემით დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი. დაკავებულებს აშკარად აღენიშნებათ დაზიანებები. განსაკუთრებით, ლევან ბერიანიძეს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მივმართავთ პროკურატურას“, - განაცხადა ანა მდინარაძემ.