ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრემიერმინისტრს პირისპირ ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, სადაც ბინალი ილდირიმი თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა. ადმინისტრაციასთან დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრემიერმინისტრების პარალელურად, ერთმანეთს ქართველი და თურქი მინისტრებიც ხვდებიან და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობენ. ამის შემდეგ, უკვე ერთობლივი, სტრატეგიული საბჭოს სხდომა გაიმართება. ეს არის მეორე სხდომა ამ ფორმატში, პირველი სხდომა შარშან, ანკარაში ჩატარდა.
სტრატეგიული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდება. უფრო კონკრეტულად, განხილულ საკითხებზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ,, რომლის დასრულების შემდეგაც თურქეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.