საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი, ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებე...
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში „დეილის” მაღაზია გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 500 ლარი წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძარცვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები....
მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა. ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებე...
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media" -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალს „Meiburg Wine Media"-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. პო...
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ოლაფ ციმელკასთან, ასევე რეგიონული განვითარების სამსახურის უფრო...
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ მეწარმეებს ზარალს მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაზრობაზე „ალფას&...
საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა. შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშო...
ელიავას ბაზრობაზე, სადაც დღეს გამთენიისას ძლიერი ხანძარი იყო, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მეხანძრე-მაშველების 10-მდე ჯგუფი რჩება. ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზ...
გედსდენის ოლქის შერიფის განცხადებით, მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის სახლს ხე დაეცა და გასასვლელი ჩაიხერგა. მაშველებმა მის სახლამდე მისვლა ჩახერგილი გზების გამო ვერ შეძლეს. ქარიშხლის მეორე მსხვერპლი 11 წლის ბავშვი გახდა. ის სემინოლის ტბის სიახლოვეს დაიღუპა. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები...
ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობაში რობოტი ჩაერთვება. უცხოური მედიის ინფორმაციით, რობოტი Pepper-ი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს შეკრებას დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, რობოტი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, სადაც სამრეწველო რევოლუციაზე იქნება საუბარი. აღსანიშნავია, რომ Pepper-ი 2014 წელს იაპონურმა კომპანია...
12 ოქტომბერს, 11 საათზე, თიბისი გალერეაში თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი გაიმართება. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწვია. დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბ...
ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შო...
"რუსთავი 2"-მა ახალი სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა, რომლებშიც მათი ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა. "რუსთავი 2"-...
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. დანერგე მომავალის პროექტის მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი ამბროლაურ...