[„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები] გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან, თითქოს ჩვენ არჩევნებს ვაყალბებთ,რაც აბსურდია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ყველა მოქალაქეს აქვ...
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. კობახიძის განმარტებით, არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩა...
„საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს", -...
ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და უნდა იყვნენ სიაში, ეუბნებიან რომ სიაში არ არიან და ხმას ვერ მისცემენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ნიქოზიაში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან მას უთხრეს,...
ყველა ფაქტზე, რომელზე რეაგირებაც განეკუთვნება შს სამინისტროს კომპეტენციას მოხდება რეაგირება - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გუშინ საღამოდან მოყოლებული ამ წუთებამდე უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მი...
არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზებისთვის იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი მხარდამჭერი გამოცხადდა და რომელს მოვუწოდოთ რომ გამოცხადდეს, არის ნორმალური და ლეგიტიმური რამ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცე...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 38.6 % შეადგინა, რაც 1 337 284 ამომრჩეველია. მათი ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამბროლაურში 53.6%, ყველაზე დაბალი მარნეულში 28.7%. თბილისში კი, ამომრჩევლების აქტივობამ 36...
მეორე ტური გარდაუვალია, ვინ იქნება მეორე ტურში არანაირად არ არის ცხადი, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, არის ძალიან მძაფრი კონკურენცია, მძაფრი ბრძოლა, ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც, მეორესთვისაც და ყველა ადგილს აქვს გადამწყვეტი მნი...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს და ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში მდებარე მის ს...
ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, ყველანი გავდივართ ყველა უბანზე ხმების დასაცავად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად იმარჯვებს. „ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძ...
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადა, რომ „ედისონ რისერჩმა“, როგორც 2017 წელს ისე 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოს აცნობა ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ და მიმა...
ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს არჩევნების პირველ ტურში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გა...
ჩვენი მონაცემებით ძალიან კარგად მიდის კენჭისყრის პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკვე მისულია და ხმა აქვს მიცემული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ის მამუკა მდინარაძის ბრიფიგნსაც გამოეხმაურა. "გამოვეხმაურები მდინარაძის ბრ...
დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი არჩევანი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააკეთოს. „მოხარული ვარ, რო...