12 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.
საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მოქმედი წესები თუ რეგულაციები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მ...
საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ. თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას გააცნო ი...
ფრანგი მსახიობი და „ოსკარის“ მფლობელი ჯულიეტ ბინოში ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ კინოფესტივალის ჟიურის, რომელიც 69-ედ ტარდება, ჯულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს. ჩვენს ფესტივალს მჭიდრო ურთიერთობა ა...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ Brexit-ის გარიგების შესახებ კენჭისყრა 21 იანვრამდე გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოქტომბერში ბრიტანეთის მთავრობა და ევროკავშირი ხანგრძლივ...
ხვალ, 12 დეკემბერს, თბილისს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ჯეიმს აპატურაი ასევე ნატო-სა და ევროკავშირის ...
ინიცირებისთვის მზად არის საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვით, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამით აღარ იარსებებს ის ჩანაცვლებელი ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე ...
მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებები გულისხმობს სხ...
„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით პარტიის წევრებმა დღეს ბათუმში სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავ...
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი დაასახელა. ნომინაცია ჟურნალის საიტზე გამოქვეყნდა და ამერიკული ტელერახის NBC-ის ეთერში გაჟღერდა. გამოცემის მთავარი რედაქტორის ედვარდ ფელსენტალის თქმით, Time-მა წლის პერსონად პირველად დაასახელა ადამიანი, რომელიც გარდაცვლილია. წლის ადამიანის ტიტულის პრედენდ...
იაპონიის დედაქალაქი ტოკიოს მერი იურიკო კოიკე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ის სალომე ზურაბიშვილს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეპატიჟება, რომელიც იაპონიაში გაიმართება. „ტოკიოში თქვენი ქვეყნის საელჩოს საშუალებით, ტოკიოს მთავრობა საქართველოსთან კავშირების გაძლიერებაზე მუშაობს. საქა...
მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში” მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გრძე...
მთის მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერისთვის გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის საერთაშორი...
მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ დიდ სიმდიდრეს, შევინახოთ და დავიცვათ დაცარიელებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნი...