ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალ...
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის ინიციატივით შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 20, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი.
თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს. „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინ...
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. მაღალ...
31 მარტისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2845 ლარია, ევროს 3.6363 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5039 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 4.0725 ლარია.
დღეს, 31 მარტს, ქვეყანაში აღინიშნება 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის 29-ე წლისთავი. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.302-ს (90.3%). მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზე...
დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი დღეს 81 წლის გახდებოდა. გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა. ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა. 1976 წელს გამსახურდიას და...
დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა საქართველოსთვის დახმარების პაკეტის შესახებ, კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად. დახმარების პაკეტი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობასა და ტრენინგებზე წვდომას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და ბიზნესის აღდგენის ხელშეწყობას. ✅საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარ...
დღეს, 2020 წლის 30 მარტს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვის ცერემონია. ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ერთდროულად აღიმართება ნატო-ს ოპერაციების გაერთიანებულ სარდლობაში, მონსში (ბელგია) და ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობაში, ნორფოლკში (აშშ). 2020 წლის 27...
საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, - განაცხადა ტელეკომპანია "აჭარის" ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. "საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია. მთელი მსოფლიო აღიარებს, საერთაშორისო ინსტიტუტე...
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე. ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 103 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 20 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკ...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე. ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 20 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაშ...
კორონავირუსით გარდაიცვალა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოჩენილი ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი. იუწყება საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, 71 წლის ეპისკოპოსის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ეპარქიის ორ მღვდელმსახურს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ეპისკოპოსი ბელ...
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, ბოლო ერთ დღეში დაიღუპა 812 ადამიანი და საერთო რიცხვმა 11 591 შეადგინა, - ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა. ბორელის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 1648 ადამიანი, რ...
ნიდერლანდებში Singer Laren-ის მუზეუმინდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული იყო, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შედევრი "გაზაფხულის ბაღი" მოიპარეს. იუწყება Independent-ი მუზეუმის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. მუზეუმი ქალაქ ლარენში, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდა...