ხვალ, 1-ელ მარტს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი პარლამენტში მივა და ანტიკრიზისულ საბჭოს დევნილებისათვის გასაცემ და გაცემულ კომპენსაციებზე ინფორმაციას მიაწვდის. გაუცემელ კომპენსაციებზე, კონკრეტულად ახალგორიდან დევნილი 150 ოჯახის პრობლემებზე სხდომაზე მოხსენებით "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათური...
ხვალ, 1-ელ მარტს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავრობოს "მიერთების" 200 წლისთავთან დაკავშირებით დუმაში მიღებული განცხადების საპროტესტო განცხადებას შეიმუშავებს. ამ მიზნით პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და ...
საფრანგეთში ქარიშხლის შედეგად მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ "ფრანს ინფო" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში ქარიშხალის შედეგად 4 ადამინაი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხლის სიჩქრე 150 კ...
ხვალ, 1-ელ მარტს, პრაიმერის ინიციატორი პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორებში" განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები ხვალ, სასტუმრ...
ხვალ, 1-ელ მარტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს პარლამენტში ელოდებიან. ხარატიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრება, რომელიც 12:00 საათზე გაიმართება. დეპუტატები მომავალ სტრატე...
საქართველოს 3 მარტს ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე გუნდარს დაუძე ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გუნდარს დაუძე პირველ შეხვედრას ლატვიის საელჩოში გამართავს. იმავე დღეს, სტუმარი კახეთში გაემგზავრება და ბოდბის მონასტერს, შემდეგ კი სიღნაღს დაათ...
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მე-17 კორპუსის მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოეყოფათ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს თავად საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და "თბილისის კორპუსის" წარმომადგენლებმა გააცნეს. ...
ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ახალი ხიდი შენდება. ხიდის სიგრძე 360 მეტრი, სიგანე კი 8 მეტრია. აქამდე ხიდის არარსებობის გამო ანაკლია-განმუხურის გზაზე მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა, რის გამოც მოსახლეობას დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდა. ხიდის მონტაჟის სამუშაოები ...
საქართველოში სარწყავი სისტემები შესაბამისი სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება. ამის პირობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იძლევა. მინისტრმა ამჟამად ქვემო ქართლის რეგიონის სარწავი არხები დაათვალიერა. მისი განცხადებით, ქვემო ქართლში სარწყავი სისტემების გაწმენდის პროცესი 15 მარტისთვის დასრულდება. "...
კახეთში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება. რეგიონის სოფლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების გრაფიკი უკვე გაწერილია და ის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობასა და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ გიორგი ღვინიაშ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ბაღდადის რაიონს ესტუმრა და მდინარე წაბლარის წყალზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. დაბა საირმეში, მდინარე წაბლარის წყალი ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში უქმნიდა პრობლემას. ადიდებული მდინარე კურორტის ადგილობრ...
საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 720 ადამიანია დაღუპული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები დღეს, "დაცულმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა. რაც შეეხება დაშავებულებს, მოძრაობის ინფორმაციით, მათი რიცხვი 11 ათასს აღწევს. "დაცულმა მოძრაობამ" ავტოსაგზაო შემთხვევევის მ...
ხვალიდან, 1-ელი მარტიდან თბილისში მცხოვრები ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. თბილისში სულ 250 ათასი პენსიონერია. დედაქალაქის ბიუჯეტში წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის სულ 26 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თბილისელ პენსიონერებზე მიმდინარე წლის დასაწყისშ...
ხვალ, 1-ელ მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება და მასზე საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე და ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვ...
წლევანდელი "ევროვიზიის" კონსკურსზე ქართველი მომღეარალი, სოფო ნიჟარაძე სიმღერით - "Shine" (ნათება) წარსდგება. შიდა შესარჩევი კონცერტი ,,თბილისი ივენთ ჰოლში" ჩატარდა, სადაც გამარჯვებული სიმღერა ჟიურიმ და მაყურებელმა გამოავლინეს. სოფო ნიჟარაძემ სულ ექვსი საკონკურსო სიმღერა შეასრულა. ...