ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტი მიმდიანრე სასესიო კვირაში განიხილავს. ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გარდა კანონმდებლები პლენალურ სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზეც იმჯელებენ...
უმრავლესობა ინტერპოლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოასაპარლამენტო უმრავლესობა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ინტერპოლის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ის სერიოზულ დამნაშავეა, ამიტომ, ის აუცილებალად უნდა დააკავონ. ნაციონალური მოძრაობა კი წითელი ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღე...
ზურაბ ადეიშვილის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრზე წითელი ცირკულარით ძებნა არც უნდა გამოცხადებულიყო. გოჩა სვანიძის პოზიციით, ადეიშვილისთვის ბრალდებების წაყენებისთანავე ნათელი იყო, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი ჰქოდნა. მისივე თქმით, ინტერპოლის გადაწყვეტილების მიუხედავად, გამოძიება მაინც მიმდინარეობს და მომდვნო სასამართლო სხდო...
მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა. ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან შესაბამისი წერილი პროკურატურამ 9 აპრილს მიიღო. ინტერპოლი ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად მის მიერ ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ასახელებს...
თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის წინასასამართლო სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს განახლდება. პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხი გადაწყდება. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზევე დააყენებს დაცვის მხარე შუამდგომლობას ბრალდებულები...
საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე. სამ...
პროკურატურა ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: „2013 წლის 10 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხში ასტრიდ თორსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული ეროვნული უმცირესობების პრობლემები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო იმ საკითხებს თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები და როგორია მხარეების ხედვა ამასთან ...
თუ ეს მართლაც ასეა, ქართველების მიმართ ზეწოლა დაიწყო, - განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომელიც გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვას ეხება.“ თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან ცუდია. გალში ბევრია ქართული მოსახლეობა. დღემდე პრობლემა არ იყო ქართული ენის სწავლების. ქართველე...
ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს ინიციატივას ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი განიხილავდა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ახალი ნორმის შემოღება ბევრ ხარვეზს გამოიწვევს, რადგან მსგავსი ქმედება დღევანდელი კანონმდებლობითა...
,,პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებული არიან, საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ისინი ყველანაირდ დაგვეხმარებიან ამ გზაზე სიარულში”, _ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარტინ ლიდეგორდთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგოთ ვოლსტრომთან და პ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს (HCNM) ასტრიდ თორსს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და უმაღლესი კომ...
,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი იუსტიციის მინისტრიეს ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას სამართალდამცავი სტრუქტურების არაპროფესონალიზმით ხნის. ,,ეს არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგი. როცა ამდენ მძიმე დანაშაუ...
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან შესაძლო ამოღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი ბევრ დანაშაულშია ბრალდებული და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ. ,, მე ის ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულებში ედებ...
ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული უმსხვილესი ჩინური პორტ-ოპერატორის, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“, წარმომადგენლები დღეს ანაკლიაში ჩავიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს. ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, ანაკლიის ტერიტორიის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სრულუფლები...