„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს.შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა....
„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა აქვს არა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, არამედ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. „ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს პრემიერ-მინისტრმა...
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 125 300 ლარი გამოიყო. პრეზიდენტმა დღეს მედიკამენტების ვაუჩერი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ნიკოლოზ ნარუსლი...
დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ერთობლივი წვრთნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ წვრთნებს დასავლე...
მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციი...
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება ისინი, უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. "თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, და ისინი, უპირვ...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი - კარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს პრეზიდენტმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და ა...
პაატა ზაქარეიშვიილის განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზაქარეიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც მას ,,აკვირვებს თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე „ქართული ოცნების“ დუმილი”. „მე მაკ...
საია უმაღლესი განათლების კანონის იმ ნორმას, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,2016 წლის 9 მაისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის...
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 4 ერთეული აშშ-ის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ბრიტანული ავიალაინერი ქვეყანაში გამთენიისა...
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი დრაგონი ეწვივნენ. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმა...
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დიპლომატები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვა...
ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე. თუმცა, მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, შეხვედრა კონტრპოზიტიურად ეჩვენება. ”თუ შეხვედრა იქნება მ...
გორში, „კომუნისტური პარტიის“ წევრები, სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, გეგმავენ საბჭოთა კავშირის დროშებით და ტრანსფარანტებით გორში მსვლელობა გამართონ. „კომუნისტური პარტიის“ წევრები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და კიდევ ეერთხე...
თბილისის მერიის ბიგ-ბენდი, სპეციალურად სტუდენტებისთვის გამართული კონცერტების სერიას აგრძელებს. 10 მაისს 15:00 საათზე თბილისის ბიგ-ბენდი ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრება. ღონისძიებაზე ბენდი და მისი სოლისტები ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგებიან...