ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში დარღვევები ფიქსირდება. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრების თმით, ქართული ოცნების აგიტატორები საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებიან და ამომრჩეველის პირად მონაცემებს იწერენ, ასევე ინფორმაციას, თუ ვის სასარგებლოდ დააფიქსირეს მოქალაქეებმა არჩევანი. ...
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩასვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა ეს არ იქნება დაბრუნება, რადგან ის უკრაინაში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ...
ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს საქართველოს ოთხ რეგიონში აკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები ამჟამად იმყოფებიან: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულ...
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხმა პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მისცა. „ხმა უკეთეს ხვალინდელ დღეს მივეცი, მომავალი თაობების, ჩემი შვილის სანდროს კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრებას. ამავე დროს, შეუძლებელია, ამ ყველაფრის სურვილი გქონდე...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი ცინცაძის ქუჩაზე მე-5 საარჩევნო ოლქში დააფიქსირა. მამუკა მდინარაძე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. - „მე ხმა მივეცი მომავალს, პროფესიონალიზმს, ერთიანობას და სამშობლ...
საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოში საარჩევნო უბნებზე სრული განუკითხაობაა და მიმდინარეობს "კარუსელი" -ამ განცხადებას, "პატრიოტთა ალიანსის" შტაბის წევრი მარინა მოლოდინი აკეთებს. მისი განცხადებით, მმართველი პარტია "კარუსელისათვის" 4 მიკროავტობუოსს იყენებს. "აქ სრული განუკითხაობაა, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბება. საარჩ...
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. მან ხმა საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „მე ბუნებრივია ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” - ნომერი 41 და მის ძალიან ძლიერ, პროფე...
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე, საზოგადოება ახლო მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს. "ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ, თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პირო...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა: „მე გავაკეთე ძალიან სწორი არჩევანი. ხმა მივეცი თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ხმა მივეცი დემოკრატიულ ღირებულებებს, წინსვლასა და განვითარებას, ნათელ სახეებს. ეს იყო ჩემი არჩევანი“,-განაცხ...
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მან ხმა გლდანის მე-10 ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ფინანსთა მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.„დღეს გვეძლევა საშუალება, დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია. სწორედ არჩევნები ...
გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. „ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმ...
„თავისუფალი დემოკრატების“ შტაბის ხელმძღვანელმა მედიას უბნებზე მომხდარი პირველი დარღვევები გააცნო. გია ცაგარეიშვილის თქმით, ამომრჩევლისათვის 2012 წელთან შედარებით უკეთესი პირობებია შექმნილი, თუმცა გარკვეული დაღვევებს ადგილი მაინც აქვს. "ქობულეთში 71-ე ოლქის 74-ე უბანში არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი შენობის ფართის ...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. დავით სონღულაშვილი უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეო...
ლეიბორისტული პარტიის ლიდემა ხმა უკვე დააფიქსირა - შალვა ნათელაშვილი ხმის მისაცემად, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის ტერიტორიაზე, 48-ე უბანზე, მეუღლესთან ერთად მივიდა. ნათელაშვილმა მოუწოდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, აუცილებელია ...
"ნაციონალურო მორაობიდან" უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა, ლევან ვაშალომიძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბათუმის 8-ე უბანზე, ვარშალომიძემ ხმა დილის 10 საათზე მისცა. მან ამომჩევლებს მოუწოდა მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. "ერთად მოვუღოთ ბოლო უპატრონობას, ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩე...