საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ ალავიძემ და ირაკლი მატკავამ თურქეთის ელჩს საგზაო, წყალმომარაგებისა და ნარჩენები...
ახალი წელია, სახლში რა გინდა?! გამოდი! #გარეთკაიაბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება! შეუერთი შენც 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანზე, რადგან #გარეთკაია http://garetkaia.ge გილოცავთ ახალ 2017 წელს!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა....
ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მეუღლის მარინა კარლოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებას რუსული მედია ავრცელებს. ის ვარაუდობს, რომ მისი მეუღლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ყველასთან ერთად, მეც იატაკზე ვიწექი. გამოფენაზე უამრავი ადამიანი იყო. ყველანი შოკირებული ვიყავით მომხდარ...
სავალუტო ფონდი 2017 წლის ბიუჯეტსა და მომავალი საშუალოვადიანი პერიოდის საბიუჯეტო გეგმებს მხარს უჭერს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბიუჯეტის მიმართ მხარდაჭე...
„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებ...
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების ზრდას არ გამორიცხავენ. სემეკის ხელმძღვანელს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენმ-ს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა. ირინა მილორავას განცხადებით, ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატი...
აშშ-ში ხელოვნების მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა სილვესტერ სტალონე შეარჩია. არჩევნებამდე სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის მისამართით სიმპათიებსა და მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდა. ხელოვნების მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი 1965 წელს შეიქმნა და ის აშშ-ს ხელისუფლების სააგენტოს წარმოადგენს, რომლის მის...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადარჩეული მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ინგა შამილიშვილი მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. აჭარი...
ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს. ახლადარჩეული მინისტრი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ზაალ მიქელაძე მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პე...
მამაკაცმა, რომელმაც ციურიხის ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი, თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა. სროლა ციურიხის რკინიგზის სადგურთან მდებარე ისლამურ ცენტრში 19 დეკმებერს მოხდა. ...
საპარლამენტო უმრავლესობა მანიპულაციას უწოდებს ექსპერტებისა და ოპოზიციის კრიტიკას მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ლარიზაციას გულისხმობს. ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს მთავრობის ნაბიჯებმა გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის კურსზე, სიმართლეს არ შეესაბამება. „...
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისების თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა. მისი თქმით, ამ თემაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. „ამ საკითხზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მუშაობს იუსტიციის სამინისტრო....