საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა. კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი. პირველ ტურში ფარული კენჭისყრით 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თინათინ ბერძენიშ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. ,,ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა...
კვლევითი ცენტრი WEG გაზის გაზრდილი გადასახადების გამო შეშფოთებულ მოსახლეობას დამათბუნებელი მასალების გამოყენებას ურჩევს. WEG- ს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ: ,,ბოლო პერიოდში იმატა მომხმარებელთა შეშფოთებამ გაზის და ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის გამო. ზოგი ეჭვს გამოთქვამს გაზის მომ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდ...
დონალდ ტრამპი ყველა ელჩის შეცვლას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. გამოცემე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ, ბარაკ ობამას დროს დანიშნულ ყველა ელჩს გაიწვევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტები ელჩებს რამდენიმე თვი...
თურქეთი თხილის ექსპორტის მხრივ მსოფლიო ბაზარზე ნომერ პირველი მოთამაშეა. 2016 წელს თურქეთმა 227 556 ტონა თხილის ექსპორტი მოახდინა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს თურქეთმა მსოფლიო ბაზარზე 240 137 ტონა თხილი გაიტანა, საიდანაც 2 მლრდ 827 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. თხილი თურქეთის „მ...
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი ევროპის მოედანი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მოედანი თავისი საახალწლო ეზოთი, ქალაქის მთავარი ნაძვის ხითა და მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების თავშეყრის ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს. "ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ და...
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ის შუალედურ მონაცემებში ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება. "ზაზა მეორე ადგილზეა და სწორედ ახლაა ყველაზე მეტი მონდომება საჭირო. ერთად მივავლინოთ კაპიტანი ვარსკვლავთა მატჩზე! ხმის მიცემა შესაძლებელია nba.com/vote გვერდი...
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული კ.დ. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკუ...
საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი გაფრთხილება საზოგადოებას. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოჰკიდებოდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბ...
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. „ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე. შვებულებაში ვიყავი ორი კვირით, ახლა დავბრუნდი. შემოთავაზებები ბევრი მაქვს როგორც კერძო, ასევე სახე...
ეს ყრილობა იქნება ყველაზე დემოკრატიული რაც კი აქამდე ჩატარებულა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, რითაც გამოეხმაურა ენმ-ის იმ წევრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტიის ყრილობა რიგი იურიდიული საკითხების გამო ლეგიტიმური ვერ იქნება. „ეს...
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ლომბარდი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და მძარცველებმა დიდი რაოდენობით თანხა წაიღეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა, სადაც ავტომანქანა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.