თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება სასამართლოს შენობის გვერდით მოხდა, სადაც ავტომანქანა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.