ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. აეროპორტის გზაზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მოყინული გზა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს ეწვია, სადაც მას თავმჯდომარე რამიზ რზაევმა უმასპინძლა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმა...
მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვლიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება, რომელიც 13 თებერვლიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირადღეს კი, დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. წმ. სახარების მიხ...
დღე დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე. რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი Mitsubishi-ს მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დ...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა. ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ჯი ეიჩ ენს“ შინაგან საქმეთა ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გასვლით სხდომაზე, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი აზერბაიჯანს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის რანგში ეწვია. ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს „OGP“-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დაბრუნება...
ჩინეთში წელს ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „ეიჩ 7 ენ 9“ შტამი 68 წლის მამაკაცს ჰებეის პროვინციაში დაუდგინეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა. გუშინ ის ლანფანის ინფექციური კლინიკიდან პეკინში გადაიყვანეს. ბოლოს ქათმის გრიპით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა ჩინეთ...
ბელარუსში ახალი სასაზღვრო რეგულაცია ამოქმედდა. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განკარგულებით, დღეიდან მსოფლიოს 80 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 დღით უვიზოდ შეეძლებათ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მინსკი საზღვარს უხსნის, შეერთებული შტატები, ევროპის 39 სახელმწიფო, ბრაზილია, ინდონეზია და იაპონი...
გერმანელების 59 პროცენტი თვლის, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა. გამოკითხვა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა ემნიდმა ჩაატარა. საპრეზიდენტო არჩევნები გერმანიაში დღეს ტარდება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით 1260 დეპუტატისგან შემდგარი ფედერალური კრ...
თურქმენეთი პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათიდან გაიხსნა. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 9 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვიც. თურქმენული კანონმდებლობით, არჩევნები შემდგარად მოსახლეობის ნებისმიერი აქტოვობის პირობებში ითვლება. ასევე ...
ერაყის პრემიერ-მინისტრი ბაღდადში მომხდარი არეულობების გამოძიების პირობას იძლევა. ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, დამნაშავეები დაუსჯელნი არ დარჩებიან. შიიტთა მასშტაბური საპროტესტო აქცია ერაყის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
მასობრივი არეულობები პარიზში. ბობინის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. მათ 4 პოლიციელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, რომლებსაც 22 წლის ფერადკანიანი ახალგაზრდა გაუპატიურებაში ადანაშაულებს. აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სამართა...
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. რაკეტამ სტარტი პჰიონან-პუკტოს ავიაბაზიდან აიღო და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. მან 500 კილომეტრიანი დისტანცია წარმატებით დაფარა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თ...