ბელარუსში ახალი სასაზღვრო რეგულაცია ამოქმედდა. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განკარგულებით, დღეიდან მსოფლიოს 80 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 დღით უვიზოდ შეეძლებათ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მინსკი საზღვარს უხსნის, შეერთებული შტატები, ევროპის 39 სახელმწიფო, ბრაზილია, ინდონეზია და იაპონიაცაა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხელი 9 იანვარს მოაწერა.