ევროპარლამენტში დღეს მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. მანამდე საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. ამის მიზეზი პოლიტიკოსის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული შემზარავი ფოტოები გ...
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად (IHK) მომსახურების სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარების სერიას დაიწყო. თრენინგები და ვორქშოფები სხვა და სხვა ბიზნეს-სექტორში დასაქმებული მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. სემინარების სე...
მალაიზიამ ჩრდილოეთ კორეას უვიზო რეჟიმი გაუუქმა. ამის მიზეზი ფხენიანის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობა გახდა. კიმ ჩონ ნამს თავს კუალა-ლუმპურის აეროპორტში დაესხნენ და პარალიტიკური ტოქსინით მოკლეს. სამხრეთ კორეამ მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ უკიდურესად არის დაძაბული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათის განმავლობაში 144-ჯერ დაირღვა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით გაუხსნა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ...
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ესპანეთში საქმინი ვიზიტით იმყოფება. ფონდის დელეგაციის წევრები ესპანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსა და პოტენციური პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა თევზის მწ...
„ქართული ოცნების“ პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდე...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ქალაქ თბილისში, 31 ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა. სამართალდამღვევ...
მოსკოვიდან მოლდოვის ელჩის გაწვევის მიზეზი მოლდოვის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული უთანხმოება გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. დიმიტრუ ბრაგიში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან გუშინ გაიწვია. ელჩის გაწვევის მიზეზი საგარეო უწყებას არ განუმარტავს. პრეზიდენტი დოდონი პრორუსული მიმართულების პოლიტ...
საქართველოს ხელოვანთა კავშირი "ხელოვნები მომავლისთვის", კლასიკური მუსიკის და ხელოვნების საერთაშორისო კომიტეტი “მომავლის ვარსკვლავები" და იტალიის ქ. პეზაროს, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემია, ა/წ 12 - 19 მაისს, იტალიის ქ. პეზაროში ატარებს კლასიკური მუსიკის მე-...
სახალხო დამცველი ეხმაურება 2017 წლის 1 მარტს ერთ–ერთ მედიასაშუალებაში იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა სტრასბურგის სასამართლოში. ,,აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვ...
პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი, ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთანაა კავშირში, - ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე. ,,მოგეხსენებათ, არჩევნების წინ მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები მოსახლეო...
არამხოლოდ ,,რუსთავი 2“- ს ვუსურვებ წარმატებას, არამედ მთლიანად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, ვიანიდან ,,რუსთავი 2“ -ის არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის,“- ეს განცხადება ხატია დეკანოიძ...
მამა გიორგი მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ.მატროსოვის ციხესთან განაცხადა. ”უკვე რამდენიმე დღეა გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის, არც ჩვენს მოთხ...
უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო. ,...
რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ლაშა ბუღაძე იმყოფება. მწერლის განცხადებით, საზოგადოებამ კრიტიკული და თავისუფალი სივრცე უნდა დაიცვას. მისივე თქმით, რუსთავი 2-ის დასაცავად საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია. „დღეს კრიტიკული რუსთავი 2 არის აუცილებელი ქართული დემოკრატიისთვის,“- აღნიშნა ბუღა...