ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტ მეუფე ანტონს 45 000 ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საუბარია კომპანიაზე, რომელსაც მეუფე ანტონის ახლობელი ხელმძღვანელობს. მეუფე ანტონს სწორედ ამ კომპანიიდან თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. მეუფე ანტონი "რუსთავი 2"-თან საუბარში ადასტურებს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე სავაჭრო ო...
მარნეულში, გამსახურდიას 5 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს გამყიდველი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს კიბეზე მამაკაცმა დაზარალებულს ხელი ჰკრა და ჩანთა გამოსტაცა. როგორც ირკვევა, ჩანთაში დაზარალებულს გასაყიდი ოქროულობა ედო. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრ...
ევროკომისიამ პორტუგალიას სოლიდური თანხა გამოუყო. 45 მილიონი დოლარი ხანძრით დაზარალებულ რეგიონებს მოხმარდება. გასული ერთი კვირის განმავლობაში პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 55 ადამიანი დაშავდა. ტყის ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაში წერია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“ -ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვ...
თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური ვეისელ კიოსელი პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ესპანეთის სანაპიროებმა ესპანეთის სამხრეთ სანაპიროებთან 600-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი ჰიბრალტარის სრუტესა და ალბორანის ზღვაში 15 ნავში იყვნენ განაწილებულნი და ევროპის ტერიტორიამდე მიღწევას ცდილობდნენ. მიგრანტთა შორის 12 ბავშვი და 27 ქალი იყო. ყველა მათგანი ჩრდილოეთ აფრიკელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. "ხის ფაცერი" ამოიღეს. თევზსაჭერ ხაფანგებში გაბმული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი დეპარტამენტის ...
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „იეღოვას მოწმეები“ იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა მოღვაწეობას ქვეყანაში იკრძალება. მანამდე გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. ორგანიზაციას ექსტრემისტულ მოღვაწეობაში ადანაშაულებენ, რასაც „იეღოვას მოწმეები“ კატეგორიულად უარყოფენ. ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, გამოძიება მიმდინარეობს ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრ...
ბულგარეთი თურქეთის საზღვარზე დაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა Die Welt იტყობინება. სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება მიზნად არალეგალური მიგრაციის შეჩერებას ისახავს. სასაზღვრო მონაკვეთი 5 ზონად დაიყოფა. თითოეულ ზონას ერთი სამხედრო ნაწილი დაიცავს. სულ საზღვრის კონტროლს 600 ჯარისკაცი უზრუნველყოფს. ...
ლევან მამაგეიშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს. შსს-ის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს. მამაგეიშვილი თბილისში, ავტომობილის საყიდლად ჩავიდა და გაუჩინარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონოდ ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც სიგუამ "იმედის" ეთერში განაცხადა, მზადაა უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს. „წესით და რიგით საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინა...
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტე...
რუსეთის პრეზიდენტი ხვალ ანექსირებულ ყირიმში კიდევ ერთხელ ჩავა. პუტინი სამუშაო ვიზიტით სევასტოპოლს ეწვევა. კრემლის ლიდერი საგანმანათლებლო ცენტრ „კაზაკურ ბუხტას“ მოინახულებს, ხერსონის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვევა და ბაიკერებთან ერთად „35 სანაპირო ბატარეის“ მემორიალს გვირგვინით შე...
აშშ თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თურქეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი თურქეთისპრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.