რუსეთის პრეზიდენტი ხვალ ანექსირებულ ყირიმში კიდევ ერთხელ ჩავა. პუტინი სამუშაო ვიზიტით სევასტოპოლს ეწვევა. კრემლის ლიდერი საგანმანათლებლო ცენტრ „კაზაკურ ბუხტას“ მოინახულებს, ხერსონის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვევა და ბაიკერებთან ერთად „35 სანაპირო ბატარეის“ მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში პუტინი მუსიკალურ ფესტივალს, „ოპერა ხერსონში“ დაეწრება.