ათენში Turkish Airlines-ის ოფისზე თავდასხმა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, უცნობი ადამიანების ჯგუფმა ავიაკომპანიის ოფისში შეიჭრა სცადა და მინის კარი შეამტვრია, თუმცა ოფისში მოხვედრა ვერ მოახერხა. Turkish Airlines-ის ოფისზე თავდასხმა დილით, არასამუშაო საათებში მოხდა, მაშინ როდესაც ოფისში არავინ იმყოფე...
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლ...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ჩინეთის ქ. ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის - „ტურიზმის მდგრადი განვითარები...
29 სექტემბერიდან 1-ელი ოქტომბერის ჩათვლით ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017” გაიმართება. "GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში ...
ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარი &bdquo...
მასობრივი არეულობები ჰაიტიში. პორტ-ო-პრენსის მოსახლეობამ უცხოური ინვესტიციების კლება და გადასახადების ზრდა გააპროტესტა. დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში ბარიკადები ააგეს და საგზაო მოძრაობა გადაკეტეს. მათ ათობით სავაჭრო დაწესებულება დაარბიეს და ავტომანქანები დაწვეს. პოლიციამ მანიფესტანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ...
ერაყის ხელისუფლება ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად აცხადებს. საგანგებო განცხადება პრემიერმა აბადიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერაყის პარლამენტმა რეგიონალური პლებისციტის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა. ერაყელი ქურთები რეფერენდუმის ჩატარებას 25 სექტემბერს გეგმავენ, თუმცა როგორც ერა...
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გამოცხადდა საშტორმო მდგომარეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღიმართა წითელი ალმები. ზღვაში შესვლა, შესაბამისად, აკრძალულია. წყალზე მაშველები, რამდენიმე ენაზე, სიტყვ...
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთისგან С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე ვაშინგტონის რეაქციას გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მერებთან შეხვედრისას გააკეთა. „მათ ბუზღუნი დაიწყეს იმის გამო, რომ რუსებს С-400-ის შესყიდვაზე მოველაპარაკეთ. რა ვქნათ? მათ ველოდოთ? ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედე...
დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართეს. ისინი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ ბავშვების სხვა კერძო სკოლებში გადაყვანას, რადგან გრანტით, რომლითაც დემირელის სკოლებში სწავლობდნენ სხვა სასწავლებლები არ იღებენ. განათლებ...
ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას დათანხმდა. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქციას ესპანეთის ყოფილი პრემიერი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო და დომინიკების რესპუბლიკის პრეზიდენტი დანილო მედინა შეასრულებენ. პოლიტიკური კრიზისი ვენე...
ახმად კადიროვის ფონდი ალეპოში დანგრეული მეჩეთის აღდგენით სამუშაოებს დააფინანსებს. ამის შესახებ ალეპოს მთავარმა მუფტმა მაჰმუდ აკემმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ფონდი მეჩეთის აღსადგენად 14 მილიონ დოლარს გამოჰყოფს. ომეიადების დიდი მეჩეთი იუნესკოს მფარველობის ქვეშ იმყოფება. კულტურული ძეგლ...
რუსეთის 22 დასახლებული რაიონი ანონიმურმა სატელეფონო ზარებმა მოიცვა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. ცრუ განგაშის გამო შენობებიდან 45 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი პოლიციის განყობილებებში შენობებში ბომბების არსებობის შესახებ შეტყობინებები შევ...
ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა ერთსაათიანი ტელემარათონის საშუალებით ქარიშხალ ირმასა და ჰარვისგან დაზარალებულებს 44 მილიონი დოლარი შეუგროვეს. მარათონს პირდაპირ ეთერში ცნობილი წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიები გადასცემდნენ. მასში მონაწილეობა მიიღეს ლეონარდო დი კაპრიომ, ჯულია რ...
თურქეთი დღითიდღე შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან თურქეთის ხელისუფლება ჟურნალისტების დევნისთვისგააკრიტიკა და დაკავებული ევროპელი ჟურნალის...