ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, კონგრესმენ რიკ ლარსენს შეხვდა. კონგრესმენმა, რიკ ლარსენმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრ...
17 ქვეყნის ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაგზავნა წერილი, რომელშიც 2018 წელს, სამხრეთ კორეაში დაგეგმილ თამაშებზე, რუსეთისთვის მონაწილეობის უფლების აკრძალვას ითხოვენ. ამ ქვეყნებს შორისაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია,...
სინგაპურში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ჰალიმა იაკობმა ფიცი პრეზიდენტის სასახლეში დადო. ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 63 წლის იაკობი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი და ბოლო 47 წლის განმავლობაში მალაიების ეთნიკური ჯგუფის პირველი წარმომა...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა . დავით ზალკალიანი მიესალმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას და მასთან აქტიური თანა...
პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის საემიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ძმის ქვეყნიდან გაძევების შესახებ შეაჩერა. ამის შესახებ დავით სააკაშვილის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი იტყობინება და სოციალურ ქსელ ფეისბუკზე სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს აქვეყნებს. დავით სააკაშვილი უკრაინელმა სა...
13-14 სექტემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა. ფორუმის დახურვას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის ფორუმი სახელწოდებით &bdquo...
ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი, - ამის შესახებ პროფკავშირების ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება."მიუხედავა...
წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი ტროპიკული შტორმი „მაქსი“ ქარიშხლის დონემდე გაძლიერდა. ამის შესახებ ამერიკის ქარიშხლების შემსწავლელი ეროვნული ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „მაქსი“ მექსიკის სანაპიროებს უახლოვდება. ამ დროისათვის ის ქალაქ აკაპულკოდან 85 კილომეტრში ფიქსირდება. ქარიშხლის სიჩქარე...
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრს, დავით საყვარელიძეს უკრაინის საზღვრის დაცვის და პროკურატურის თანამშრომლები საზღვრის უკანონოდ - ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. სამართალდამცველებმა მას სპეციალური ოქმი ცოტა ხნის წინ გადასცეს. საქმე სისხლის ...
მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ქალაქ ნასირიაში მომხარი აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის წევრებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ მი...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი „თელასის“ მიერ კომერციულ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ...
პროფკავშირების გაერთიანების ახალი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იქნება. არჩევნებში 204-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ირაკლი პეტრიაშვილმა 139 ხმა მიიღო, ამირან ზენაიშვილმა 62, 2 ხმა კი ბათილად სცნეს. რაც შეეხება დავით ოქიტაშვილს, მან კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხ...
ქართველმა სპორტსმენებმა, კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს. ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ...
მამკოდას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარია ლოკალიზებულია. ცეცხლი ფერდობზე ბალახს, ბუჩქებსა და ჯუჯა ხეებს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივში არ გავრცელებულა. ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.