კატალონიის პარლამენტი დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც ესპანეთის მთავრობის ქმედებებზე საპასუხო ზომები უნდა მიიღონ. გამოცემა ელ პაისის ინფორმაციით, სხდომაზე შესაძლოა კატალონიის დამოუკიდებლობა გამოცხადონ. გასულ შაბათს მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება იწყება, რითიც კატალონიას ავტონომიის ...
უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმელი თათრების ლიდერებს გათავისუფლება მიულოცა. ახმატ ჩიიგოზსა და ილმი უმაროვს პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა. ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერები რუსეთმა ანკარას გუშინ გადასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩიიგოზი და უმაროვი პუტინმა შეიწყალა. ჩიიგოზს მასობრივი არეულობების ორგანიზების...
ევროპარლამენტმა თურქეთს დახმარება შეუმცირა. ევროპელ კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, 2018 წელს ანკარას დახმარება 80 მილიონამდე ევროთი შეუმცირდება. მომავალ წელს თურქეთს ევროკავშირისგან რეფორმების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 271 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
სტამბულის სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით ამნესტი ინტერნეიშენალის 8 აქტივისტი გაათავისუფლა. უფლებადამცველებს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ. ამ ბრალდებით ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს. მათგან 8 დაპატიმტებული იყო. თურქეთის პროკურატურა ბრალდებულებისთვის სასჯელის სახით 5-დან 15 წლამდე პატიმრობას ითხოვს....
აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა ტერორისტული დაჯგუფება გამოავლინა. ლიკვიდირებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ბაქოში ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. ეჭვმიტანილებმა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ისინი ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის გაწყობილი, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საქართველოს გარდა, ევროკავშირმა საზოგადოებრივ...
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც, 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მიიღებს მონაწ...
აფეთქება კვიპროსში. ქალაქ ლიმასოლში ხელნაკეთი ასაფთქებელი მოწყობილობა ავტომობილში აფეთქდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა აფეთქებას მსხვერპლი ან არიან თუ არა დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ავტომობილი უცხოეთის მოქალაქემ იქირავა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
უნდა თუ არა მიშას საქართველოში ექსტრადიცია? - ერთი შეხედვით უცნაური კითხვაა, რადგან ნორმალურ ადამიანს (მით უმეტეს ასეთი ტემპერამენტის „პატრონს“) ციხეში ყოფნას, რა თქმა უნდა, თავისუფლება ურჩევნია. ეს ლოგიკურია და ბუნებრივი. მაგრამ კვლავ და კვლავ ის ბრძნული „გააჩნია რა შე...
მოსკოვში რუსეთისა და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ვლადიმერ პუტინისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობები, გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება, ყირიმის ანექსია, დონბასი და რუსეთის საგარეო პოლიტიკა იყო. განიხილეს ევროკავშირის მიერ რ...
ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს რუსულ კომპანია „როსატომთან“ დადებული შეთანხების თაობაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გამოძიების დაწყება მოითოხვეს. სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჩაკ გრასლი აცხადებს, რომ ურანის გარიგების თაობაზე იუსტიციის დეპარტამენტში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას. ამერიკელ კანონმდე...
ჩვენ ვართ პარტნიორები და გვჭირდება ერთმანეთი, რომ ვუპასუხოთ ერთობლივ გამოწვევებს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. ,,რეფორმებისა და საერთო ღირებულებების ხელშეწყობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას ა...
საქართველოში ხორცის წარმოების და ფერმის მოწყობის საკითხებზე საფრანგეთის მსხვილფეხა საქონლის გენეტიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. აღნიშნული კვლევა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სოფლის მეურნეო...
კიევში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ტელეარხ „ესპრესოსთან“ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლში იყო დამონტაჟებული. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ხუთი ად...