უბედური შემთხვევა ინდოეთში. ჯაიპურის შტატში ქორწინების სახლთან ტრანფორმატორი აფეთქდა. ინციდენტს 14 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ეწვია და მიმდინარე გამოფენა - „რეპრესიები საქართველოში" დაათვალიერა. ელჩს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლა. გამოფენის დათვალიერების შემდეგ იგორ დოლგოვმა და თეონა იაშვილმა ერთობლივ სამომავლო პროე...
ავიაცია ზამთრის პერიოდზე გადავიდა, რომელიც როგორც წესი ოქტომბრის ბოლო კვირიდან იწყება და მთავრდება მომავალი წლის მარტის ბოლო შაბათს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია განმარტავს, ზამთრის პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან საშუალოდ კვირაში შესრულდება 318&...
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კალაძემ ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელობას თბილისში დაგეგმილი ის პროექტები გააცნო, რომ...
კიევის საფეხბურთო კლუბმა დინამომ საკუტარი საიტიდან რუსული გვერდი ამოიღო. საიტიდან გაუჩინარდა ენის სვეტში განთავსებული რუსული დროშაც. ამჟამად მომხმარებლისთვის მხოლოდ უკრაინული და ინგლისური გვერდებია ხელმისაწვდომი. კლუბის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კატალონიის ყოფილი ლიდერი ხვალ ესპანეთის ეროვნულ სასამართლო კოლეგიაში ჩვენების მისაცემად არ მივა. ამის შესახებ კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა. ჟენერალიტეტის ყოფილი მეთაური კოლეგიამ დაკითხვაზე 2 ნოემბერს დაიბარა. პუჩდემონს ესპანეთის გენერალური პროკურატორა ამბოხისა და კონსტიტუციის დარღვევის ბრაკლდებას...
რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თეირანში ჩავიდა. პუტინი ირანის დედაქალაქში სამიტს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მისი ირანელი და აზერბაიჯანელი კოლეგებიც მიიღებენ. სამიტის ფარგლებში კრემლის ლიდერი ჰასან როუჰანისა და ილჰამ ალიევს შეხვდება. მხარეები ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავენ.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა. „დაკავების მომენტიდან მოყოლებული დღემდე, ის არათუ შეეგუა იმას რაც მოხდა, არამედ ყოველი დღე მის მდგო...
უკრაინის შს მინისტრი ადგილობრივ მედიას მოუწოდებს, პოროშენკოსთან მის დაპირისპირებაზე ფანტაზიორობას თავი დაანებონ. საგანგებო განცხადება მან სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა. ეჭვები ავაკოვი-პოროშენკოს დაპირისპირებაზე მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ შს მინისტრის ვაჟი დააპატიმრა. მანამდ...
"ამ დღეებში მოხდა მე ვიტყოდი სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტში, მიკაელ კადიევის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც რატიანი ამბობს, ჩრდილოკავკასიელი სამოქალაქო აქტივისტი მიკაელ კადიევი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მოი...
მოსკოვში აშშ საელჩოსთან ჰარვი ვაინშტაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ჰოლივუდელ პროდიუსერს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში 50-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა, სოლიდარობა 5-მა გოგონამ გამოუცხადა. ისინი საელჩოსთან გაშიშვლდნენ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდიუსერს, რომელიც ქალებს სექსს სთავაზობდა. სექსი მშვენი...
ტუნისში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს პოლიციელებს დაესხა. ინციდენტი ბარდოს მოედანზე მოხდა. თავდამსხმელმა ერთი პოლიციელი ყელის არეში, მეორე კი თავში დაჭრა. ის ადგილზე დააკავეს. დანასაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
უკრაინის შს მინისტრის ვაჟს გირაოდ 5 მილიონ გრივებს მოსთხოვენ. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ განაცხადა. ალექსეი ავაკოვი გუშინ ზურგჩანთების გახმაურებულ საქმესთან დაკავებით დააკავეს, რომლებიც ეროვნულმა გვარდიამ მისი ფირმისგან შეიძინა.
შავ ზღვაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სატვირთო გემ Bilal Bal-ის ეკიპაჟის 4 წევრის ცხედარი იპოვეს. გემზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა, 10 მეზღვაური იმყოფებოდა. ის რადარებიდან დღეს დილით გაუჩინარდა.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2018”-ის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ხარისხის მიხედვით მე-16 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენ...