უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გონჩარუკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"მე მოვედი ამ თანამდებობაზე, რათა შემსრულებინა პროგრამა პრეზიდენტისა, რომელიც ჩემთვის არის ღიაობისა და წესიერების მაგალითი. იმისათვის, რომ გაქარწყლდეს ნებისმიერი ეჭვი, პრეზიდენტის მიმართ პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ", - დაწერა გონჩარუკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემიერ-მინისტრის განცხადება და უახლოეს ხანებში განიხილავს მას.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა მოქალაქეთა ელექტრონული პეტიცია, რომლის ავტორები მოითხოვდნენ, რომ გონჩარუკი არასაიმედოობის გამო გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან.
ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.