ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის საელჩოს უკან დაუბრუნა ნაჩუქარი ყირიმული შამპანური, რომელიც მას 50 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად გადასცეს. იტყობინება Eesti Ekspres-ი.
კერსტი კალიულაიდმა 50 წლის იუბილე 2019 წლის 30 დეკემბერს აღნიშნა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის საელჩომ პრეზიდენტს ყვავილები, შოკოლადი და ყირიმული შამპანური გაუგზავნა. კალიულაიდმა მიიღო შოკოლადი და ყვავილები, მაგრამ ყირიმის შამპანური პრეზიდენტის ოფისიდან რუსეთის საელჩოში დაბრუნდა .
ესტონეთი გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.