ვაშინგტონში მიმდინარეობს შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის.
შეხვედრის დღის წესრიგი მხარეებს არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა, როგორც ნავარაუდევია, ისინი შეიარაღების კონტროლზე იმსჯელებენ. საუბარი ასევე შესაძლოა შეეხოს სირიისა და უკრაინის საკითხებს.
შეხვედრის შემდეგ პომპეო და ლავროვი პრესკონფერენციას გამართავენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიღებს.
ლავროვის ვიზიტი ვაშინგტონში ტრამპის წინააღდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესის ფონზე ჩაივლის.