ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, 2019 წლის 3 დეკემბერს, სტრასბურგის მთავარ საკონცერტო დარბაზში Palais de la musique et des congrès ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული პროგრამით წარსდგა. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდა ახალი, თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული ცეკვები.
კონცერტი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ქართული დიასპორისა და ქ. სტრასბურგის მერიის წარმომადგენლებს, ასევე ქ. სტრასბურგის მაცხოვრებლებს.
აღსანიშნავია, რომ საკონცერტო დარბაზი 1800 მაყურებელს იტევს და ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ფოტო: არქივი