ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ალიანსის ძალების დისლოცირებით ნატო რუსეთს ძლიერ სიგნალს უგზავნის საპასუხო ზომების შესახებ.
"პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატო, ძალების დისლოცირებით რუსეთს ძლიერ სიგნალს უგზავნის: პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას ალიანსის პასუხი მოყვება", - განაცხადა სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში.
შეკითხვაზე არის თუ არა რუსეთი ნატო-ს მტერი, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ალიანსი რუსეთს ამ მიმართულებით არ განიხილავს.
"ჩვენ ვუპასუხებთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ნატო-ს მტრების სია არ გააჩნია. რადგან ვერ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. თუმცა ვხედავთ უფრო მეტ გაურკვეველ და არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს. სწორედ ამიტომ ვცვლით ჩვენი რეაგირების პოტენციალს, მათ შორის კიბერუსაფრთხოებასა და კოსმოსში", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.