შეერთებული შტატების სენატის წევრმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ.
თავისი გადაწყვეტილება სენატორმა იმით ახსნა, რომ კანონმდებლებმა არ უნდა შექმნან ახალი ისტორია ან არ უნდა სცადონ მისი ხელახლა გადაწერა.
ამის შესახებ სენატორმა გრემმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრას დაესწრო..
ლინდსი გრემმა ისარგებლა საკანონმდებლო ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც ერთ სენატორს შეუძლია დაბლოკოს პალატის მიერ მიღებული რეზოლუციები.
მანამდე ცნობილი გახდა, თურქეთის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტმა კონგრესის რეზოლუციას უსარგებლო და თურქი ერისთვის "უკიდურესად შეურაცხმყოფელი" უწოდა.
სამაგიეროდ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მას "ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ" უწოდა.
იმისათვის, რომ სომხეთის გენოციდის აღიარება გახდეს შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, შესაბამისი რეზოლუცია უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატამ და ხელი მოაწეროს პრეზიდენტს.