გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ნატოსთან დაკავშირებით.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მკაცრი განცხადია და არ შეესაბამება ჩემს მოსაზრებას", - თქვა ანგელა მერკელმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან პრესკონფერენციის შემდეგ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს, ასეთი მკაცრი განცხადების გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს.
"ნატო ჩვენი საერთო ინტერესებშია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ [ევროპამ] უნდა განვიხილოთ და ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, მაგრამ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა არანაკლებ მნიშვნელოვანია", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Economist-თან საუბრისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნატო, სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის არარსებობის გამო, "ტვინის სიკვდილს" განიცდის.
"ჩვენ ახლა ნატოს ტვინის სიკვდილის მოწმე ვართ", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც ემანუელ მაკრონი ამბობს, ის ხედავს თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს ძირძველი მოკავშირეები - შეერთებული შტატები და ევროპა.
"სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას კოორდინაცია არ არსებობს შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის. ის იქ არ არის.
ნატოს კიდევ ერთი წევრი, თურქეთი კი აგრძელებს არაკოორდინირებულ, აგრესიულ მოქმედებებს იმ რეგიონში [სირია], რომელიც ჩვენი ინტერესების სფეროა", - დასძენს მაკრონი.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპა ამჟამად დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მან უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორც გეოპოლიტიკურმა ძალამ, საკუთარი სტრატეგილი მომავლის შესახებ.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ჩვენ ბედს", - ამბობს მაკრონი.