კვიპროსის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ გაცემული ე.წ. "ოქროს პასპორტები" ჩამოართვა რუსეთის 9 მოქალაქეს. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა Cyprus Times-ი.
გამოცემის ცნობით, "ოქროს პასპორტები" ასევე ჩამოართვეს კამბოჯის, ჩინეთის, კენიის, ირანისა და მალაიზიის მოქალაქეებს.
როგორც იუწყებიან, ჯამში პასპორტი უცხო ქვეყნის 26 მოქალაქეს ჩამოართვეს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩამორთმეული პასპორტების რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგანაც კვიპროსის მთავრობამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეამოწმოს ყველა ის პირი, რომელმაც "ოქროს პასპორტი" მიიღო 2018 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 2018 წელს გამკაცრდა კვიპროსის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და შემოწმებისპროცედურა.