საზოგადოებრივი მოძრაობას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ბანკებს სესხების ჩამოწერა აიძულეს.
"როცა 120 მილიონს ცვლი სამ მილიონში და პრაქტიკულად ამას გაიძულებენ, და ეს გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიმე ფონდი". - ამბობს ხაზარაძე.
ბანკის კიდევ ერთი დამფუნებლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, "იმ პერიოდს წინ ახლდა ბანკების წინააღმდეგ კამპანია და ეს ალბათ ემსახურებოდა წინასაარჩევნო განწყობებზე ზემოქმედებას, ეს არ იყო ის გარიგება, რომელიც იყო სარგებლიანი ბანკებისთვის".
თიბისი ბანკის დამფუძნებლები ამბობენ, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული პროცესში.