დღეს, 4 სექტემბერს, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები 6 თვით გახანგრძლივდეს.
იტყობინება წყაროზე დაყრდნობით რუსული სააგენტო "ტასი".
წყაროს ინფორმაციით, ევროპული საბჭო სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.
ევროკავშირმა სანქციები დაწესება რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა.