ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს: „ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს-ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“