დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ბეჟან ლორთქიფანიძე.
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლორთქიფანიძეს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით, რაც სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, მან სასამართლო პროცესზე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა, რამაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე მისი გათავისუფლების შესახებ.
ბეჟან ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს დააკავა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.