გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას ტოვებს. ამის თაობაზე მან თავად დაწერა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
„ხვალ მე უნდა წარვსდგე ევროპარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, 17 ივლისს მე დავტოვებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, რათა ჩემი შესაძლებლობები ევროპის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმარო“, - წერს ურსულ ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.
ევროპის საბჭომ ურსულ ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტად წარადგინა. ხვალ, 17 ივლისს, ევროპარლამენტი გადაწყვეტს დაიშნება თუ არა გერმანიის ჯერ კიდევ მოქმედი თავდაცვის მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტად.
ურსულ ფონ დერ ლაიენი დამტკიცების შემთხვევაში ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.