შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩლონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს შევიდეს პარლამენტის ეზოში.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები.